ამაღლების საჯარო სკოლაში ჯგუფი „ეკოლოგები“ აქტიურად მუშაობს
12-04-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლაში ჯგუფი „ეკოლოგები“ აქტიურად მუშაობს. 

მოსწავლეებმა სკოლაში ერთი კუთხე მოაწყვეს, სადაც მდგრადი განვითარების 17 მიზანი და ის პლაკატები გამოაკრეს, რომლებიც ჯგუფის წევრების საქმიანობას ასახავს. 

„ჩვენი ფოტოები ასახავს მდგრადი განვითარების იმ 17 მიზანს, რომლის ირგვლივაც ჩვენი გუნდი „ეკოლოგები“ მუშაობს. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა სახის აქციას, კონფერენციას, წიგნის განხილვებს, ფილმის ჩვენებებს და მრავალ გარემოსდაცვით აქტივობას“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203