მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სპორტულმა გუნდმა „მხიარული სტარტების“ რეგიონალურ ტურში მარნეულის გუნდთან შეხვედრისას გაიმარჯვა.
სკოლა მადლობას უხდის გუნდის ნაკრების 12 მოსწავლეს, გულშემატკივარ მოსწავლეებსა და მშობლებს, ვინც მხარი დაუჭირა გუნდს რუსთავში, ასევე, სკოლის სპორტის მასწავლებელს, ოთარ ძამაშვილს და სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორებს.
„ასევე, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდს ნახევარფინალებსა და ფინალში“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები