ცოტნე დადიანის სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
პირველი ეტაპის ტესტირებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.