ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტეფნაძემ კალიგრაფიის კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა
12-04-2019

ქუთაისში ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და ანბანის პოპულარიზაციის მიზნით, კონკურსი „ქართული ხელნაწერი“ ჩატარდა.

კონკურსში კერძო და საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტეფნაძე, რომელმაც კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. 

მარიამი XI კლასის მოსწავლეა. 

კონკურსის ორგანიზატორი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება იყო. 

იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203