სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოწყობლი ღონისძიება ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დაიწყეს
16-03-2017
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოწყობილი ღონისძიება ვაჟა-ფშაველას სიტყვებით, "ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა", დაიწყეს. 

ღონისძიება მოსწავლეებმა დედას, ქალს მიუძღვნეს.  


როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ღონისძიებაზე უამრავი ლამაზი სიტყვა, სიმღერა წარუდგინეს დარბაზში მყოფთ:

"არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა შვილი, მოსწავლე სცენიდან გეფერება. სკოლის ყველა ქალ მასწავლებელს იის კონა აჩუქეს. ყველა აქტიურობდა. განსაკუთრებულად, თანაწამყვანები ლენა ცეცხლაძე, მარეხი კოჩალიძე და ოთარ ხოზრევანიძე. სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს დარიკო მელაძეს, წამყვანებს თორნიკე და ლევან კოჩალიძეებს. ყველა ქალს, გოგონას მიულოცა ეს დღე. გაზაფხულის მობრძანებას გილოცავთ, მეგობრებო!''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203