შავშვების საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2019

8 აპრილს გორის რაიონის შავშვების საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი საღამო „თქვენ საქართველოს სიყვარულში დაილეწენით“ ჩატარდა.

საღამო გახსნა სკოლის დირექტორმა  ქალბატონმა მარინე მჭედლიძემ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაღუპულების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და მოგონებები,  ერთმანეთს ენაცვლებოდნენ  წამყვანები.

გამოშვებული იქნა სპეციალური გაზეთი, აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ნათელ ხსოვნას.

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203