გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა პროექტი სახელწოდებით „ტარტარენი და ლუარსაბი მეზობლად“ განახორციელეს.
პროექტზე მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ცარო ხარძიანთან ერთად იმუშავეს.
„მოსწავლეებმა შეისწავლეს ორი მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“ და „ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალი“. მათ ორივე ნაწარმოებში პერსონაჟთა ხატვის ხერხებსა და ავტორის ოსტატობაზე გაამახვილეს ყურადღება. ამის შემდეგ, ვიმუშავეთ პროექტზე. პროექტზე მუშაობდა 2 ჯგუფი. ერთმანეთის მანუშევრები მოსწავლეებმა თავად შეაფასეს და ობიექტური შენიშვნებიც გაითვალისწინეს. ზოგადად, პროექტებით სწავლება ინოვაციური და საინტერესო მეთოდია. მისი საშუალებით შესაძლებელია ყველა მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში. ამავდროულად ის გვეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებასა და სწავლებაში, როგორებიცაა: კომუნიკაცია, ურთიერთთანამშრომლობა, დაგეგმვა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გადარჩევა, გადაწყვეტილებების მიღება. ამასთან ერთად, პროექტი რამდენიმე საფეხურისგან შედგება - დაგეგმვა, მომზადება, წარდგენა და შეფასება“ - აღნიშნა პედაგოგმა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სასწავლო პროექტი სახალისო და სასიამოვნო შესასრულებელი აღმოჩნდა ყველასთვის.
იხილეთ ფოტოები