იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის V კლასში სპეციალური მასწავლებლმა, მარიამ გოდუაძემ ჩაატარა სიმულაციური გაკვეთილი რთული ქცევის / ბრაზის მართვისა და კონფლიქტების მოგვარების შესახებ.
სპეციალური მასწავლებლის მითითებებით ბავშვები გაეცნენ ბრაზის მართვის სტრატეგიებსა და კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლის გზებს.
„მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა როლური სიმულაციები, რომლებითაც მათ ნახეს, გაიაზრეს და თავადაც გაითამაშეს კარგი და ცუდი ქცევითი მოდელები. მარიამის თხოვნით, მოსწავლეებს დაევალათ პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული სახალისო წერითი ტექსტების შექმნაც. სახელმძღვანელოდ მათ kargiskola.ge-ზე არსებული მოთხრობის შექმნის ონლაინ-ინსტრუქტორი ჰქონდათ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტო