თელავის N8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსის) მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღინისძიება გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი დაამზადეს და ასფალტი მოხატეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები