თბილისის N90 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
პირველი ეტაპის ტესტირებაში VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები