წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გრძელდება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულში ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული ღონისძიება „მამული, ენა, სარწმუნოება“ წარმოადგინეს, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მანანა ჯავახაძე და ფატმან თუთბერიძე ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ კვირეულში აქტიურად ჩართული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები