ჭვინთის სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე დედებს ხელნაკეთი საჩუქრები მიართვეს
10-03-2017
ჭვინთის სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ჩატარდა. ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ზეიმს პედაგოგები, მშობლები და სკოლის უფროსი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.  

დასაწყისში სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა გიორგი გაგნიძემ. მან დედებსა და ქალბატონებს ეს დღესასწაულები მიულოცა და ბედნიერება უსურვა.

მოსწავლეებმა ქართული ცეკვები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.  

ღონისძიების დასასრულს  მონაწილეებმა დედებსა და ქალბატონებს თავიანთი ხელით დამზადებული საჩუქრები მიართვეს. ღონისძიება დაწყებითი კლასების პედაგოგების - ნინო ნუგზარაშვილის, ნათელა ქათამაძის, მანანა კაპანაძისა და რაისა სამარჯევის ორგანიზებით ჩატარდა.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203