საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები დასახეს
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის VIIბ კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან, სკოლის მანდატურებსა და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად პროექტ - „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში ბულინგსა და ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
გაიმართა მოსწავლეების შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გულახდილად ისაუბრეს მათთვის მტკივნეულ საკითხებზე და დასახეს ბულინგთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები