ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ტკივილიანი გზა გაიხსენეს
12-04-2019

ონის მუნიციპალიტეტის ღების  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  1989 წლის 9 აპრილის  ტრაგიკული მოვლენები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ტკივილიანი გზა და ამ უდიდეს  მონაპოვარს შეწირული გმირები გაიხსენეს.

9 აპრილთან დაკავშირებით მიმოხილვა გააკეთა ღების საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ვაჟა ლობჯანიძემ, რომელიც უშუალო მონაწილე გახლდათ 9 აპრილის მიტინგების.

„9 აპრილი - ტკივილი, რომელსაც ძველი არასოდეს ერქმევა... ახალგაზრდა გოგო ბიჭების ცეკვა სიმღერით შეწირული სიცოცხლე...

9 აპრილი - დღე ცრემლიანი სიხარულისა... ამ ცრემლებს მხოლოდ საქართველოს გამთლიანება უშველის...

9 აპრილს ქართველებისათვის დავიწყება არ უწერია... სამარადისო დიდება ამ დღეს დაღუპულებს.

9 აპრილის დილა

რუსთაველი ბრძოლის ველად,

სათარეშოდ ქცეულა,

9 აპრილის დილის ლოცვა

სისხლად გადაქცეულა.

რად არ გძინავს, მღვიძარ ქართველს

რუსი ვერ აიტანსო,

საქართველო ჩემთან ბრძოლით

ლელოს ვერ გაიტანსო.

ღმერთმა ქნას და მე ვცდებოდე,

ქალის ჭკუას რა ვუთხრა,

მაგრამ ოსეთს და აფხაზეთს

სანუგეშო რა ვუთხრა.

სად ჩავტიო ლტოლვილ ბავშვთა

მოწყენილი თვალები,

გულმკერდს ასე რომ მიფატრავს

წყვილი ნაღვერდალები.....

9 აპრილი სისხლით მორწყეს,

პირი მიწით აგვივსეს,

რომ მკითხავენ რა მოვუთხრო,

რა მოვუყვე ბადიშებს...

რომ გმირებად დაიხოცნენ,

რომ ლოცვაში დაცხრილეს,

რომ სამშობლოს სადიდებლად

ზეცად გაიაპრილეს.

ავტორი: მარინა ხუჭუა“- ნათქვამია ღების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203