შუახევის მუნიციპალიტეტის გომარდულის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „თავისუფლებას შეწირული გმირები“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ადამიანები და მათი ღვაწლი, რომლებიც 9 აპრილს რუსული ნიჩბების მსხვერპლი გახდნენ. ღონისძიების ფარგლებში წაიკითხეს ლექსები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.