„ჩვენ ვიცით რა მოხდა 9 აპრილს!“ - ამ სათაურით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ზაკის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რაც მიზნად ისახავდა ცნობადობის ამაღლებას.
დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პერფორმანსი გამართეს, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ცნობილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და იმ ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგოს, ვინც საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო“, - აღნიშნავს ქართული ენის მასწავლებელი და ღონისძიების ორგანიზატორი ცაულინა მალაზონია.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები