თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მეფის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარმოადგინეს 
17-03-2017
თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს.
 
მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიიდან და ცხოვრებიდან. ისაუბრეს მისი გამეფების დეტალებზე, აღნიშნეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, დავითის მიერ გატარებული რეფორმები.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებს მღელვარების გარეშე არ გაუხსენებიათ დიდგორის ბრძოლა „ძლევაი საკვირველი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს აღინიშნება თეთრიწყაროს რაიონში. დიდგორი -  ქართველი ხალხის სიამაყისა და ძლიერების სიმბოლო:

"დავით აღმაშენებელი, მეფე, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მეფე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს. უდიდესია მისი დამსახურება საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე, ამიტომაც ქართველმა ხალხმა მადლიერების ნიშნად, მას აღმაშენებელი უწოდა და ამით სიყვარული და პატივისცემა გამოხატა სათაყვანებელი მეფისადმი.

დღესაც, 21-ე საუკუნეში დაუვიწყარია მისი ღვაწლი. ქართველი ხალხი ყოველი წლის 8 თებერვალს აღნიშნავს მისი ხსენების დღეს. არც თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებს დავიწყნიათ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და წელსაც, დიდი სიყვარულით აღნიშნეს."

მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ნახატები, რომლებზეც ასახული იყო სხვადასხვა მომენტები დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203