დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ესტუმრნენ
12-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის VI-XII კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, საგანმანათლებლო პროექტის ,,ლეონარდო-opera omnia“-ს ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზები: ,,საქართველოს ოქროს ფონდი“, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ქართული ეროვნული კოსტუმები, საბრძოლო აღჭურვილობა, საქართველოს ქვის ხანა, ლეონარდო დავინჩის ციფრული ექსპოზიციები და საქართველოს ოკუპაცია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტი სასწავლო-შემეცნებით ხასიათს ატარებდა.

„მსგავსი აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაეცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციას; წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და უნარები, გაზარდონ თვალსაწიერი და მიიღონ მეტი ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, რომლის სრულფასოვანი მოქალაქეებიც არიან. ის ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას, წაახალისებს მათ და გაუმარტივებს ქართულენოვან საზოგადოებაში ინტეგრირებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203