„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
12-04-2019

9 აპრილი ცრემლნარევი სიხარულის დღეა. 9 აპრილი თავისულებისთვის ბრძოლას შეწირული უმანკო სულების ხსენების და მათი თავგანწირვის შედეგის-ნანატრი თავისუფლების მოპოვების ნათელი დღეა. ამ ტკივილნარევ სიხარულს  მიუძღვნეს ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-10  და  მე-11 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“...

მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორიიდან  გააცოცხლეს  მნიშვნელოვანი დეტალები, დოკუმენტური კადრები. ისაუბრეს იმ ეტაპებზე, რომლის გავლაც მოუხდა სხვადასხვა თაობის ქართველს, რათა მიახლოებოდა ნანატრ თავისუფლებას.

მოსწავლეებს ესაუბრნენ სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე, სასწავლო ნაწილის გამგე ნანა შენგელიძე,  ღონისძიების ორგანიზატორი ნანა ჩხაიძე. მათ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი, რომლის თვითმხილველები თავად იყვნენ.  ისაუბრეს ქართველი ერის არნახულ კონსოლიდაციაზე, რომელმაც რეალური გახადა დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა, რასაც მოჰყვა დისკუსია. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203