ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მერენიის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, მათ შორის, თემატური ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მესამე კლასის მოსწავლეებმა ინესა მანუკიანმა და ლენა განდოიანმა შთამბეჭდავად იცეკვეს.