ლანჩხუთის მონუციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
პირველ კლასში წელს ცხრა პირველკლასელია. სკოლაში კი სულ 50 მოსწავლე სწავლობს.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, აქტიურად ერთვება კონკურსებსა და ღონისძიებებში და წარმატებებსაც აღწევს.
ასე მაგალითად, ვიდეორგოლების კონკურსში „ევროპა ჩემს ობიექტივში“ სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს მაშტაბით მეორე ადგილი აიღეს და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და ფულადი პრიზებით.
ინგლისური ენის ოლიმპიადა ქართულ ენაში ნინო წულაძე და სოფო ნაკაშიძე გავიდნენ ფინალში.
ოლიმპიადაში „სენტენცია“ ნინო წულაძე გახდა ვერცხლის სერთიფიკატის მფლობელი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, სოფო ნაკაშიძის წარმატება. ის ლანჩხუთის მოუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა.
ჭანჭათის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს პედაგოგებსა და მოსწავლეებს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას.