გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალთან ღონისძიება გამართეს
12-04-2019

30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან და 28 წელი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან. საქართველოს ისტორიის ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, აბაშის მუნიციპალიტეტის, გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და ღონისძიება მოაწყვეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203