წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე მხატვრულ ლიტერატურულ კომპოზიციასთან ერთად მოსწავლეთა თვითმმართველობამ წარმოადგინა 1978 წლის მოვლენების თანამონაწილე თანასოფლელთან ჩაწერილი ინტერვიუ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო შეროზია.
იხილეთ ფოტოები: