დმანისის მუნიციპალიტეტის, ტნუსის საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
სკოლის აღსაზრდელებმა, როგორც ქართულ ,ისე აზერბაიჯანიულ ენაზე სადღესასწაულო სიმღერები შეასრულეს და სპექტაკლები დადგეს
გაიმართა ვიქტორინა და საუკეთესო წარმოდგენის კონკურსი. მონაწილეები სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები