აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კერძოდ კი ისტორიის მასწავლებელმა, ტარიელ ლასარეიშვილმა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ვიდეომასალა აჩვენა, რომელზედაც ასახული იყო 9 აპრილის მოვლენები.
მოსწავლეებმა შეაფასეს 9 აპრილის როლი საქართველოს ისტორიაში და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები