გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახაშნის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათელა სამადაშვილის მიერ ლიტერატურული საღამო სახელწოდებით „კოქტეილი“ ჩატარდა.
ღონისძიება ქართული ენის კვირეულის ფარგლებში წარიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის ლექსები სიყვარულის, პატრიოტიზმის, დედის, სამშობლოსა და სხვათა შესახებ. ასევე შესრულდა, როგორც საესტრადო ისე ხალხური სიმღერები.
მე-7 კლასელებთან ერთად მონაწილეობდნენ მე-12 კლასის მოსწავლეებიც, რომელთა გამოსვლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო.
ღონისძიებას ლაიტმოტივად მიჰყვებოდა შემოქმედი მოსწავლეების მიერ საკუთარი ლექსების კითხვაც.
დამსწრე საზოგადოება მადლიერი და კმაყოფილი დარჩა ჩატარებული ღონისძიებით. დირექციამ შეჯამების სახით, მადლობა გადაუხადა როგორც მონაწილე ყველა მოსწავლეს, ასევე ღონისძიების ორგანიზატორს ნ.სამადაშვილს და მხატვრულ ხელმძღვანელს ბ.სირბილაშვილს.
იხილეთ ფოტოები