2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის მეორე საჯარო სკოლა აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები: