9 აპრილის გმირების სახელების უკვდავსაყოფად და მათ მიმართ მადლიერების ნიშნად, ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შიდასასკოლო კონფერენცია სახელწოდებით „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართა.
მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის მოამზადეს მოხსენებები 9 აპრილის შესახებ და დამსწრე აუდიტორიას წარმოუდგინეს.
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები