გორის მუნიციპალიტეტის, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის დირექტორმა, მედეა ტრამაკიძემ და ისტორიის პედაგოგმა ლეილა ქრისტესიაშვილმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს და 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირების ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები