წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მოკრძალებულად და თბილი სიტყვებით გაიხსენეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მოინახულეს მარტვილის რაიონში 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი, ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ანუგეშეს და მოეფერნენ აზა ადამიას გულდათუთქულ, ცრემლშეუშრობელ მოხუც დედას, უსურვეს ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები