გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის გუნდურ-ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
თამაშში მესამე კატეგორიის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობდნენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს.
მოცემული საკითხები მოითხოვდა ლოგიკურ აზროვნებას და გამჭრიახობას, რაც მეტწილად გამოვლინდა მეორე ჯგუფის მიერ და შესაბამისად გამარჯვებულიც გახდნენ მეორე ჯგუფის წევრები.
იხილეთ ქულების შესახებ ინფორმაცია - ტვინების ბრძოლა.
ასევე იხილეთ ფოტოები