ზერტის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გვახსოვდეს 9 აპრილი“ გაიმართა
12-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგის თეა ტურაშვილის ხელმძღვანელობით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება - „გვახსოვდეს 9 აპრილი“ გაიმართა. 

ღონისძიების დასასრულს 9 აპრილის თემაზე მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დისკუსია გაიმართა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203