ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში, 1989 წლის 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას, სადაც სკოლის დირექტორი ნოდარ ბერიძე გამოვიდა სიტყვით და სამშობლოსათვის დაღუპული გმირები გაიხსენა.
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებმა, მაია ველიჯანაშვილმა და ელზა ივანიძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა თქვეს ლექსები, გამოვიდნენ სიტყვით, დასასრულს კი წარადგინეს პრეზენტაცია.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები