ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზემო წინსვლის საჯარო სკოლის გოგონათა ფრენბურთის გუნდმა შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის სპორტის მასწავლებელი დაუღალავი შრომითა და ენერგიით მუშაობს მოსწავლეებთან, რომ სასკოლო შეჯიბრებებში სკოლა ასახელოს. მართლაც ფრენბურთის გოგონათა გუნდმა სკოლას მეორე ადგილი მოუტანა.
„ვულოცავთ მასწავლებელ რამაზ დევაძეს და ჩვენ საამაყო მოსწავლეებს ამ წარმატებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.