ჯვარის N4 საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება „ჩვენი სამშობლო საქართველოა“ მიუძღვნეს
12-04-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ნანი ქარდავამ და თამარ გეთიამ მოსწავლეებთან ერთად 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი სამშობლო საქართველოა“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ლეასები წაიკითხეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიმართა ასევე გამოფენა - „გაცრეცილი გაზეთის ფურცლები გვესაუბრებიან 9 აპრილზე“ .

მაყურებელს სცენიდან ესაუბრებოდნენ საქართველოს ღირსეული მეფეები-ფარნავაზი, მირიანი, ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი. სცენაზე გამოჩნდნენ უსახელო გმირები და საქართველოს ერთგული ჯარისკაცები. გაიხსენეს 9 აპრილი, წაიკითხეს ლექსები და დაღუპულთა ხსოვნას სანთლები დაუნთეს.

მოსწავლეებმა გამოფენით - „გაცრეცილი გაზეთის ფურცლები გვესაუბრებიან 9 აპრილზე“ დამსწრე საზოგადოება დააინტერესეს. მოსწავლეებმა წარმოდგენილი სცენით გასცეს პასუხი დასაწყისში დასმულ კითხვას „რანი ვიყავით? რანი ვართ? რანი ვიქნებით? ილია ჭავჭავაძის ერთ -ერთი პუბლიცისტური წერილიდან “,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203