დედალაურის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს“ გაიმართა
12-04-2019

ხონის მუნიციპალიტეტის დედალაურის საჯარო სკოლაში გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს“. 

 

ღონისძიება სკოლის დირექტორის, გულიკო ფირცხალავას სიტყვით გაიხსნა. მისი თხოვნით დამსწრე საზოგადოებამ  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს. სკოლის დირექტორმა ვრცლად ისაუბრა 9 აპრილის დღეს მომხდარ მოვლენებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე და შედეგებზე.  

 

ტრაგედიიდან 30 წლისთავზე სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს 9 აპრილის მოვლენებზე, გაიხსენეს დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 

 

ასევე, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

 

ღონისძიება დასრულდა ამ დღისადმი მიღვნილი სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. 

 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203