თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებებში თბილისის N61 სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს 
17-03-2017
თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა შეჯიბრება სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში (კალათბურთი, ფრენბურთი, შაში, ჭადრაკი, ფრიზბი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, კლდეზე ცოცვა). 

შეჯიბრებაში მონაწილეობდა თბილისის N61 სკოლაც. მოსწავლეებმა დაიკავეს მე-2 ადგილი.  

შეჯიბრება ჩატარდა შედარებით ახალ სახეობაში-კიბეებზე არბენი. თბილისის N61-ე სკოლის წარმომადგენლებმა აქაც დაიკავეს ინდივიდუალურში - 1-2 და ჯგუფურში-მე-2 ადგილი. 

ასევე მათ მონაწილეობა მიიღეს თამაშში „ბოიარდი“, შეხვდნენ ბრიტანულ-ქართულ სკოლას, გაიმარჯვეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.  

გამარჯვებული ბავშვები მიიწვიეს აკვაპარკ ''ჯინო-ფერედაისში'', სადაც ჩატარდა შეჯიბრება. ლიკა მაჩიტაძე გავიდა მესამე ადგილზე და დააჯილდოვდა საპატიო მედლით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203