პირველი მაისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
12-04-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, პირველი მაისის საჯარო სკოლა დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო კონკურსში. ინსტრუქციის შესაბამისად, შეირჩა სამი ასაკობრივი ჯგუფი: U5, U8 და U12. შედგა განრიგი ცალ-ცალკე ფორმატში 8, 10 და 11 აპრილს.

8 აპრილს გაიმართა კონკურსი U5 ასაკობრივი ჯგუფისთვის. მონაწილეობდნენ IV კლასის ორი გუნდი „IQ“  და „სხივი“ და V კლასის ერთი გუნდი „ტვინიკოსები“. 65 ქულით გაიმარჯვა გუნდმა „ტვინიკოსები“.

10 აპრილს გაიმართა კონკურსი U5 ასაკობრივი ჯგუფისთვის. მონაწილეობდნენ VI კლასის გუნდი „პატარა გენიოსები“ და VIII კლასის ორი გუნდი: „იმპულსი“ და „პულსი“. 70 ქულით გაიმარჯვა გუნდმა „პულსი“.

11 აპრილს გაიმართა კონკურსი U12 ასაკობრივი ჯგუფისთვის. მონაწილეობდნენ IX კლასის გუნდი „ნეირონი“, X კლასის გუნდი „ეპიფიზი“ და XI კლასის გუნდი „ღუზა“. 64 ქულით გაიმარჯვა გუნდმა „ღუზა“.

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული სამი ასაკობრივი გუნდი. მონაწილე გუნდებმა ბოლოს შეავსეს სარეგისტრაციო ბლანკი. ჟიურის მიერ სიმბოლურად მოხდა გამარჯვებული გუნდების სიგელებით დაჯილდოება.

ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი, რომ მოიპოვონ „ტვინების ბრძოლის“ ოფიციალურ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რადგან თვლიან, რომ ეს დიდი პატივია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203