გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული (5 -10 აპრილი) გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო.
გაიმართა ნახატების გამოფენა და ესეების კონკურსი თემაზე - „სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“ , სკოლის ეზოში დაიდგა მემორიალი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად , სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთი და მოაწყეს პრეზენტაცია, გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
იხილეთ ფოტოები