გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული 9 აპრილის
დღესთან დაკავშირებით.
სკოლის ინფორმაციით კვირეულის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს „თავისუფლებას შეწირული ახალგაზრდები“ და გამოუშვეს კედლის გაზეთი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.