ხობის მუნიციპალიტეტის, ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაშის დაწყებამდე მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ბარათზე დაწერილი ნომრებით - N1 და N2 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩამოყალიბდა ჯგუფები - N1 -„ბიჭები“ და N2 -„გოგონები“.
„მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ თამაშში, დიდი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ თითოეულ კითხვას და ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოევლინათ ცოდნა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
გაიმარჯვა N2 - „გოგონების"-ს გუნდმა. მათ სწორად 9 შეკითხვას უპასუხეს. წამყვანმა, ჟიურის წევრებმა და I-II კლასის მოსწავლეებმა გამარჯვებულ გუნდს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები