ხაშურის N2 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტთან არსებული სიმებიანი კვარტეტი: პირველი ვიოლინო - ნატო წერეთელი, მეორე ვიოლინო - ფატი სადაღაშვილი, ალტი - თამუნა გოგიაშვილი, ჩელო - დავით ჯიმშელეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კონცერტი გახსნა სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მევიოლინე ლიკა კალმახელიძემ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის ფარგლებში პოპულარიზაციას უწევენ კლასიკურ მუსიკას.
ღონისძიებაზე შესრულდა, როგორც კლასიკური, ასევე, ქართული ხალხურ მოტივებზე შექმნილი ნაწარმოებები.
იხილეთ ფოტოები