ქვედა გორას საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
ვანის მუნიციპალიტეტის, ქვედა გორას საჯარო სკოლაში, სკოლის მოსწავლეებისა და
ადგილობრივი საკრებულოს ინიციატივით, დაღუპულ გმირთა მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.