დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მემორიალები დაასუფთავეს
12-04-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

სკოლის ფალსილიტატორის ხათუნა ოქრიაშვილის ცნობით, მოსწავლეებმა დაასუფთავეს დიდი დმანისის და ვარდისუბნის მემორიალები, პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას. ხელმძღვანელები ლალი ოგნაძე და ნანი ჭყონიძე გახლავთ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203