დედოფლისწყაროს N2 სკოლის კრეატივი - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სპორტულ დარბაზში ჩატარდა
17-03-2017
დედოფლისწყაროს N2 სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.

ფორმატი განსხვავებული იყო, ლამაზად მორთული დარბაზის ნაცვლად, ღონისძიება სპორტულ დარბაზში ჩატარდა. 

დედები და შვილები ერთმანეთს მხიარულ, სპორტულ თამაშებში ეჯიბრებოდნენ. თამაშებში აქტიურად ჩაერთო სკოლის დირეტორი ლალი იაკობიშვილი.

დამღლელი თამაშების შუალედში ლექსები წაიკითხა მოსწავლე საბა წიკლაურმა. მეექვსე კლასელები (კლასის დამრიგებელი ნონა ტოკლიკიშვილი) და მათი მშობლები სიხარულს ვერ მალავდნენ. 

განსაკუთრებული წუთები იყო გოგა წიკლაურისთვის. მისი დედა საბერძნეთშია. მასთან დაკავშირება მოხდა სკაიპით და მთელ ღონისძიებას თვალყურს ადევნებდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203