დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2019

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი მოკრძალებული ღონისძიებით პატივი მიაგეს 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისათვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას. 

სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნახეს კინოფილმი, ისაუბრეს 9 აპრილის წინა და შემდგომ მოვლენებზე, გაიხსენეს მამულისთვის თავგანწირული ახალგაზრდები და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203