ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ითხვისის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ ჩატარდა.
ღონისძიებაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი მაია ვეშაპიძე ხელძღვანელობდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები