მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის საჯარო სკოლაში X- კლასში არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლების“ (პედაგოგი ლ.ფაილოძე) ფარგლებში შექმნილია კომპანია - Golden.
კომპანია არის საგანმანათლებლო მიზნებისათვის შექმნილი სიმულაციური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ერთჯერად სამეწარმეო საქმიანობას.
კერძოდ, ამჟამად ახორციელებს ბიზნესიდეას: „კოლხური ბზით დაფესვიანებას“.
დაფესვიანებული ბზა გადაეცემა მოსახლეობას, რაც ხელს შეუწყობს ბზის გადარჩენას.
იხილეთ ფოტოები