ადიგენის მუნიციპალიტეტის ვარხანის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ პედაგოგი ნონა გუბელაძე ხელმძღვანელობდა.
„დღეს ოცდამეათე ცხრა აპრილია, რომელსაც ტკივილნარევი სიამაყით აღნიშნავს ქართველი ერი. მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს პატრიოტი გმირები, მათი თავგანწირვა, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის ყველაფერი გააკეთეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები