ხაშურის მუნიციპალიტეტის ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე- „მე მტკივა 9 აპრილი“ ჩაატარეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გააკეთეს სლაიდ შოუ დაღუპულ გმირების შესახებ მათი ბიოგრაფიებით, შესრულდა სიმღერები. ღონისძიება მიყავდათ მე-8 და მე-2 კლასის ხელმძღვანელებს მაია რიჟამაძეს და ეკატერინე თედეშვილს. მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს სტენდი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები